Monday, April 9, 2012



პროექტის სახელწოდება: ჩემი სოფლის ტყის მასივის დაცვა.
პროექტის მთავარი იდეა: პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენი სოფლისათვის და რა იქნება სასარგებლო, როგორ მოუარონ და დაიცვან ბუნება, ასევე მიუთითებენ სხვებს თუ როგორ დაიცვას ბუნება.
პროექტის აქტუალობა: დღესდღეობით ყველაზე აქტუალური პრობლემაა ბუნების დაცვა, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ კვადრატულ მეტრ მიწას. ადამიანი ხშირად უგულებელყოფს ბუნების კანონებს, რაც იწვევს არასასურველ ცვლილებებს. მაგ. ადამიანის ზემოქმედების შედეგად ტყეების ფართობის შემცირებას რაც იწვევს სასმელი წყლის შემცირებას, ეროზიას, ჟანგბადის შემცირებას .... ა.შ. ბუნება ადამიანის გარეშე და ადამიანი ბუნების გარეშე წარმოუდგენელია. მთავარი მიზანია ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბება, რომელსაც შესწევს უნარი იმოქმედოს და აქტიურად ჩაერთოს გარემოს მდგომარეობისათვის გაშლილ ეკოლოგიურ ბრძოლაში. Aამიტომ ჩვენი ზრუნვის უპირველესი საგანი უნდა იყოს ბუნების დაცვა.
პროექტის მიზანი:  დავრაზმოთ სოფ. ხელვაჩაურის მოსახლეობა და მოსწავლე ახალგაზრდობა, რათა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ სოფელში არსებული ტყის მასივი, რომელსაც აქვს: წყალდაცვითი, ნიადაგდაცვითი და ქარსაცავი ზოლის მნიშვნელობა, ინფორმაციის მოპოვების, ძიების, კვლევის, ორგანიზებულობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, მსჯელობის, პასუხისმგებლობის გამომუშავების გზით.
მონაწილეთა ასაკი: 17-18 წლის.
საჭირო რესურსი:  ქაღალდი, ფერადი ფანქრები, პროექტორი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ინტერნეტი;
ვადები/ხანგრძლოვობა: მარტი, აპრილი, მაისი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  ფაილების დამზადება, საინფორმაციო ბროშურებისა და ვიდეო-რგოლების დამზადება, სოციალური ქსელების გამოყენება, ვებ-გვერდის შექმნა, პროექტის განთავსება ინტერნეტში                                      
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ქაღალდი, ფერადი ფანქრები, ფოტოაპარატი, ვიდეო, პროექტორი, კომპიუტერი                                    
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) :
1. ჯგუფის შექმნადა თემის შერჩევა
2.ფუნქციების განაწილება:
ა) ინფორმაციის მოძიება
ბ) ინტერვიუ სოფლის მკვიდრ მოსახლეობასთან
გ) სოფლის მთის ტყის მასივის ისტორიული წარსულის მოძიება ბათუმი არქეოლოგიურ მუზეუმში
დ) ტყის განაშენიანებისთვის ნერგების მოძიება, მოსახლეობაში და სანერგე მეურნეობაში 
ე) მოსახლეობისათვის პროექტის გაცნობის გეგმა, ბეკლეტების დარიგება
3. თეორიული და პრაქტიკული მასალების ანალიზი
4.მომზადება პრეზენტაციისათვის
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგიასთან კავშირი                                                                      
პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ლასურიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mananalasuridze@gmail.com
 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: mananalasuridze.blogest.commananalasuridze.gmail.com
გაკვეთილის გეგმა